სტატია და მისი სახეები
საგაზეთო-საჟურნალო ჟანრებს შორის სტატია ფართოდ გავრცელებული ჟანრია. სტატიები აქტუალურ, თეორიულ და პოლიტიკურ საკითხებზე, უმნიშვნელოვანეს სამეურნეო და კულტურულ მშენებლობაზე წარმოადგენს ხერხემალს ჩვენს გაზეთებსა და ჟურნალებში.
თავისი მიზნებითა და დანიშნულებით, სტილითა და მანერით სტატია განეკუთვნება პუბლიცისტიკას. საბჭოთა ჟურნალისტიკაში არსებობს სტატიის,როგორც საგაზეთო-საჟურნალო ჟანრის, ცნების განსაზღვრის რამდენიმე ცდა, მაგრამ ვერცერთი მათგანი ამომწურავად ვარ გამოსახავს სტატიის ძირითად ნიშნებს და თვისებებს. ჩვენი აზრით, სტატია ისეთი პიბლიცისტური ნაშრომია, რომელშიც ფაქტების, მოვლენებისა და ციფრების საფუძველზე ხდება საზოგადოებრივი მნიშვნელობის განსაზღვრული ამოცანების ან საკითხების, მნიშვნელოვანი თეორიული და პოლიტიკური პრობლემების გამოკვლევა, ანალიზი, შეჯამება, განზოგადება, რომელიც მოცემულია სტატიაში, მიგვითითებენ ამ პრობლემისა და საკითხების გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე, ფორმებსა და მეთოდებზე.
გარკვეულ პერიოდში საბჭოთა ჟურნალისტიკაში ანსხვავებდნენ სტატიათა სამ ძირითად სახეს: მოწინავე სტატიას, პრობლემურ სტატიას და პროპაგანდისტულ სტატიას. ასეთი დაყოფა იყო მოცემული საბჭოთა ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის საუნივერსიტეტო კურსის პროგრამაში.
სტატიაზე მუშაობა მოითხოვს აღებული თემისა და საკითხისადმი შმოქმედებით მიდგომას; საჭიროა წარმატებით დაიძლიოს ყველა მომენტი: თემის შერჩევა, თემის დამუშავება და მასალის ლიტერატურული გამართვა.
სტატიისათვის თემა ცხადია, უნდა შეირჩეს საზოგადოებრივად მნიშვნელივანი, საჭირბოროტო საკითხებიდან. სწორად შენიშნავს ნ. კოლესოვი, რომ თემის შერჩევა უთუოდ მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ ეს კერ კიდევ როდი ნიშნავს , რომ ჟურნალისტი მზადაა სტატიის დასაწერად. კარგად შერჩეულ თემას ესაჭიროება დამუშავება და დამაჯერებელი არგუმენტებით დასაბუთება; უამრვი ფაქტების, მოვლენების, ციფრებისა და სხვა მონაცემების ანალიზისა და შეპირისპირების საფუძველზე ყველაზე მთავარისა და საგულისხმოს გამოყოფა და წამოყენებულ თეორიულ დებულებათა განმტკიცება.
”ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები”
პროფ. დ. მ. გამეზარდაშვილის რედაქტორობით
(ტომი131. 05\07 ჟ-91)
